გიორგი ვაშაძე „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, მეორე და მესამე მოსმენამდე გიორგი რურუა გათავისუფლდეს

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას, საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობის თაობაზე, დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, მეორე და მესამე მოსმენამდე გიორგი რურუა გათავისუფლდეს.

მისი თქმით, თუ კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს მონაწილეობას, ეს დიდი პრობლემა არ იქნება, რადგან მთავარია, „ევროპული საქართველოს“ კენჭისყრაში მონაწილეობა, რომელსაც 21 მანდატი აქვს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ გვქონდა დიპლომატიურ კორპუსთანაც ურთიერთობა, მათაც ჰქონდათ და პირველი მოსმენით რომ არ გამოიყენოს ეს ფაქტი „ქართულმა ოცნებამ“ და ჩააგდოს საკანონმდებლო პროექტი, ეს გადაწყვეტილება მათ მიიღეს. მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ მეორე მოსმენამდე და მესამე მოსმენამდე აუცილებელია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება მოხდეს და 8 მარტის შეთანხმება სრულად იყოს შესრულებული.

მე როგორც ვიცი, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აქვს კონსულტაციები შიგნით, ვფიქრობ, რომ მნიშნვნელოვანი იქნება საერთო პოზიციები ჰქონდეს ოპოზიციას ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, თუმცა არც იმ შემთხვევაში, თუ არ დაუჭერენ მხარს, დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარი საკითხი არის ის, რომ „ევროპულ საქართველოს“ რომელსაც 21 მანდატი აქვს პარლამენტში, ისინი მხარს დაუჭერენ, ანუ ვერ გაიმართლებს თავს „ქართული ოცნება“ პირველი მოსმენით ჩაგდებასთან დაკავშირებით, რაც სრულიად სხვა სამართლებრივ პროცესს ნიშნავს უკვე მეორე და მესამე მოსმენით მიღების დროს. ჩემი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად მიღებული იქნება საბოლოო ჯამში და გიორგი რურუაც იქნება გათავისუფლებული“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველო“ საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის მხოლოდ პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

იხილეთ ვიდეო: „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას გიორგი ვაშაძე დადებითად აფასებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა