თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი - მერიის სამსახურები მზად არიან, აქციის მონაწილეებს ყველა ტექნიკური საკითხის ორგანიზებაში დაეხმარონ

თბილისის მერიის სამსახურები მზად არიან, აქციის მონაწილეებს ყველა ტექნიკური საკითხის ორგანიზებაში გაუწიონ დახმარება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლევან ჯღარკავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლევან ჯღარკავას განმარტებით, მას ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა აქციის ორგანიზატორებთან, სადაც კონკრეტულ დეტალებზე შეთანხმდნენ.

მან ორგანიზატორებს ასევე, გააცნო უსაფრთხოების ის აუცილებელი წესები, რაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ „კოვიდ19“-თან დაკავშირებით არის განსაზღვრული.

„დღევანდელი აქციის მონაწილეებმა თბილისის მერიას მიმართეს აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით. დედაქალაქის სამსახურები და კერძოდ, მუნიციპალური ინსპექცია მზად არის, გაუწიოს დახმარება ღონისძიების ჩატარების კუთხით ყველა ტექნიკურ საკითხში. მქონდა შეხვედრა ორგანიზატორებთან, სადაც დაფიქსირდა, რომ მათ სურთ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა 16:00 საათიდან. გზის გადაკეტვის შემდეგ, ჩვენ მათ დავეხმარებით ყველა საკითხში, რაშიც დახმარება დასჭირდებათ “, - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო