მალხაზ მაჩალიკაშვილი - გაერთიანებული ოპოზიციის ყველა ლიდერს პატივს ვცემ, მაგრამ თუ გადავწყვიტე პოლიტიკაში წასვლა, დამოუკიდებელ დეპუტატად ვიყრი კენჭს

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, წავა თუ არა პოლიტიკაში ჯერ არ გადაუწყვეტია, თუმცა, პოლიტიკაში წასვლის შემთხვევაში აპირებს, რომ კენჭი დამოუკიდებელ დეპუტატად იყაროს.

„პოლიტიკაში მოსვლას არც გამოვრიცხავ და არც დავადასტურებ. ერთი შემიძლია ვთქვა, ნაკლებად ვხედავ ჩემს თავს პოლიტიკაში, იმიტომ, რომ აქ სწორი ფორმებია მოსაძებნი. დღეს აქ გამომსვლელებმა, ვინც აქ იდგა, არ მინდა უღირსად ჩამთვალონ. ამიტომ სამუშაო და სწორი ფორმა მაქვს მოსაძებნი. ჯერ ზუსტად არ მიმიღია გადაწყვეტილება, მაგრამ მთავარია ოპოზიცია იყოს ერთიანი, დავამარცხოთ ეს მონსტრი. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი. მნიშვნელობა არ აქვს, მოვალ თუ არა პოლიტიკაში.

გაერთიანებული ოპოზიციის ყველა ლიდერი ჩემთვის მისაღებია, ყველას ერთნაირად პატივს ვცემ, მაგრამ თუ გადავწყვიტე პოლიტიკაში წასვლა, დამოუკიდებელ დეპუტატად ვიყრი კენჭს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ის უერთდება რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ აქციას.

„დღეს 1 წელი გახდა იმ დღიდან, როდესაც ჩემთან ერთად, ძლიერი და ღირსეული სულის მქონე ახალგაზრდობა სისხლში აბანავეს. დღეს ვუერთები იმ დღეს აქ მყოფ ახალგაზრდებსა და საქართველოს. ის დღე ყველას ტკივა“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: გამარჯვებას და ღირსებას გისურვებთ! ღირსებას, რომელიც არ გააჩნია "ქართულ ოცნებას" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო