სახალხო დამცველი - 20 ივნისს, 23:36  საათზე შს მინისტრმა ბრძანა, აქციის დაშლისას რეზინის ტყვიები გამოყენებული არ ყოფილიყო, ამის საპირისპიროდ, 00:00 საათის დადგომისას რეზინის ტყვიების გასროლა დაიწყო

2019 წლის 20 ივნისს, 23:36 წუთზე შინაგან საქმეთა მინისტრმა მის მოადგილეებსა და სხვა დაქვემდებარებულ პირებს უბრძანა, რომ აქციის დაშლისას გამოყენებული არ ყოფილიყო რეზინის ტყვიები. ამის საპირისპიროდ, რეზინის ტყვიების გასროლა 00:00 საათის დადგომისას დაიწყო, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ეს დეტალები რაციების ჩანაწერებით ირკვევა. ამავე ინფორმაციის თანახმად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მსროლელები მიუთითებენ, რომ 20-21 ივნისის ღამეს ტყვიების გამოყენების დროს მათი მეთაურებიც იქვე იყვნენ, თუმცა შეწყვეტის ბრძანება არ გაუციათ.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა 20 ივნისის 23:36 წუთზე უბრძანა მის მოადგილეებსა და სხვა დაქვემდებარებულ პირებს (მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს), რომ აქციის დაშლისას გამოყენებული არ ყოფილიყო რეზინის ტყვიები. აღნიშნულის საპირისპიროდ, ტელეკომპანიების მიერ გადაღებული კადრები უთითებს, რომ რეზინის ტყვიების გასროლა მალევე, 00:00 საათის დადგომისას დაიწყო. მიუხედავად ამისა, 21 ივნისის 00:16 წუთზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა ხელმძღვანელობას მოახსენა, რომ თოფებს არ იყენებენ. რაციის ჩანაწერების მიხედვით, რეზინის ტყვიების არგამოყენებასთან დაკავშირებით ბრძანება გამეორდა 00:36 საათზეც, რომელიც კვლავ არ შესრულებულა.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მსროლელები მიუთითებენ, რომ არალეტალურ იარაღს იყენებდნენ სიტუაციის მიხედვით, რადგან თავიდანვე ჰქონდათ მიღებული ყველანაირი სიტუაციისთვის მზადყოფნის ზოგადი ნებართვა. მათ განმარტეს, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს ინდივიდუალურად, კონკრეტული საფრთხის შეფასების შედეგად. ასევე, მსროლელებმა მიუთითეს, რომ ტყვიების გამოყენების დროს მათი მეთაურებიც იქვე იყვნენ, თუმცა რეზინის ტყვიების გამოყენების შეწყვეტის ბრძანება არ გაუციათ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა