გიორგი ვაშაძე - ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ღირსება და თავისუფლება ხელშეუვალია, საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა კი დასჯადი და მიუტევებელი ქმედებაა

"დღეს, 20 ივნისს, ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ღირსება და თავისუფლება ხელშეუვალია, საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა კი დასჯადი და მიუტევებელი ქმედება”,- ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპანტ სახელმწიფოსთან კაპიტულანტურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია 20 ივნისს მოქალაქეების აღშფოთება.

“მათ უნდა იცოდნენ, რომ არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები დამნაშავეებად, კრიმინალებად გამოაცხადონ, ხოლო გავრილოვისა და კადიროვის მსგავსი საქართველოს მტრები მშვიდობისმყოფელ მეგობრებად წარმოადგინონ. სწორედ ოკუპანტ სახელმწიფოსთან კაპიტულანტურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია 20 ივნისს ჩვენი მოქალაქეების აღშფოთება და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ეს დღემდე გრძელდება. ეს უნდა დავასრულოთ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ამის საუკეთესო საშუალებაა. ძალა ერთობაშია! საქართველო გაიმარჯვებს!" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს