გიგი უგულავა - პანდემიას ამოეფარება გახარია თუ „ტიკ-ტოკს“ იცეკვებს ივანიშვილი, 20 ივნისის საქმის გამოძიება აუცილებლად მოხდება

მიუხედავად იმისა, ახლა პანდემიას ამოეფარება გახარია თუ „ტიკ-ტოკს“ იცეკვებს ივანიშვილი, პრობლემა მაინც პრობლემად არის, გამოუძიებელია ეს და აუცილებლად მოხდება 20 ივნისის გამოძიება იმიტომ, რომ ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

უგულავას თქმით, გასული წლის 20 ივნისს ხელისუფლების პასუხი იყო „აბსოლუტურად არაადეკვატური, უგუნური, დანაშაულებრივი“.

„დღემდე რეალურად არც ერთი დაზარალებული არ ცნეს დაზარალებულად. დღემდე ისე გამოიყვანა ივანიშვილმა თავისი ვირტუალური რეალობა, თითქოს პოლიცია იყო მსხვერპლი და მშვიდობიანი მოქალაქეები - მოძალადეები, მაშინ როცა მთელმა მსოფლიომ და საქართველომ იცის სიმართლე. თავიანთ ზღაპარს გვაჩეჩებს ივანიშვილი. მისი პროპაგანდისტული ეთერებითაც ვუყურეთ სრულიად სამარცხვინო ინტერპრეტაციას იმისას, რაც მოხდა შარშან, 20 ივნისს . რაც მთავრია ამით ისინი „აპრავებენ“ გავრილოვსაც, „აპრავებენ“ იმ პოლიტიკას, რაც რუსეთის მიმართ აქვთ - ბორდერიზაციას, ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმის მიჩუმათებას და ა.შ. ყველა ამ პრობლემამ ამოხეთქა შარშან და როგორც გითხარით, ხელისუფლების პასუხი მაშინ იყო აბსოლუტურად არაადეკვატური, უგუნური, დანაშაულებრივი. მიუხედავად იმისა, ახლა პანდემიას ამოეფარება გახარია თუ „ტიკ-ტოკს“ იცეკვებს ივანიშვილი, პრობლემა მაინც პრობლემად არის, გამოუძიებელია ეს და აუცილებლად მოხდება 20 ივნისის გამოძიება იმიტომ, რომ ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია. მე ამ შემთხვევაში შურისძიება არ მამოძრავებს, მაგრამ სწორი დასკვნები თუ არ გავაკეთეთ, მაშინ ერთი და იგივე წრეზე ვივლით და ერთსა და იმავე შეცდომას დავუშვებთ“, - განაცხადა უგულავამ.

უგულავა ასევე გამოეხმაურა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას, რომ ის "ბოდიშს არ ელოდება, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნება".

უგულავას თქმით, „ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც თელავს ეროვნულ ღირსებას“.

„საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია უკვე „ბაბაიას“ ეძახის რუსეთს. ლამის კადიროვს მოუხადეს ბოდიში და გავრილოვს რომ ბოდიში მოუხადონ, მე არ გამიკვირდება. რუსეთი ყოველთვის ასეთი ცინიკური იყო, არის და სამწუხაროდ, ჯერჯერობით ასეთი პირი უჩანს, რომ იქნება კიდევ. აქ საუბარი გვაქვს ჩვენს მთავრობაზე, როგორი უნდა იყოს მთავრობა, რომელსაც ეროვნული ღირსება. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც თელავს ეროვნულ ღირსებას“, - განაცხადა უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო