რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია დაიწყო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქცია დაიწყო. აქციის ორგანიზატორები შეკრებილებს მიმართავენ, რომ სოციალური დისტანცია დაიცვან. ამასთან, სთხოვენ, დადგნენ სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე, სადაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით სტიკერებია დაკრული. აქციის ორგანიზატორებმა შეკრებილებს პირბადეები დაურიგეს. სამოქალაქო აქტივისტებსა და მოქალაქეებს პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან 1 წლის თავზე პარლამენტის წინ სიმბოლური აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის წინ მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს