გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ინტენსიური კონსულტაციები აქვს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან, თუმცა არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭისყრას არ აპირებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრას არ აპირებს.

როგორც მან, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან ინტენსიური კონსულტაციები აქვს.

„ჩემი მიზანია შეიქმნას პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს პოლიტიკოსებს, რომლებიც მომავალზე იქნებიან ორიენტირებულნი. არა ამ უკვე წარსულ ხელისუფლებაზე, არა მანამდე წასულ ხელისუფლებაზე, არამედ - მომავალზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კითხვაზე, მოიაზრებს თუ არა ის ახალ პლატფორმაში ალეკო ელისაშვილის, ანა დოლიძისა და ლევან კობერიძის პლატფორმას მარგველაშვილი პასუხობს: „ბუნებრივია მათ შორის ასეთი ტიპის პოლიტიკოსებთან მექნება ურთიერთობა და მაქვს ურთიერთობა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო