ხატია დეკანოიძე აქციის მონაწილეებს - ზუსტად ჩვენ ვართ საქართველოს მომავალი და არა - ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს თითოეული მოქალაქე, ვინც აქ ვიდექით, განსაკუთრებით ისინი, ვინც სისხლი დაღვარა, ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა თავისუფლებას იმსახურებს, ზუსტად ჩვენ ვართ საქართველოს მომავალი და არა - ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განცხადებით, არ არსებობს ძალა, როგორი ოლიგარქიული მმართველიც არ უნდა იყოს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ნებას დაუპირისპირდება.

„საქართველოს თითოეული მოქალაქე, ვინც აქ ვიდექით, განსაკუთრებით ისინი, ვინც სისხლი დაღვარა, ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა თავისუფლებას იმსახურებს, ზუსტად ჩვენ ვართ საქართველოს მომავალი და არა - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე რუსულ გავლენებს ატარებდა. ამიტომ ხელისუფლებას უნდა მივმართოთ: არ არსებობს ქვეყანაზე ძალა, როგორი ოლიგარქიული მმართველიც არ უნდა იყოს, როგორი რუსული გავლენებიც არ უნდა გაატაროს, რომელიც დაუპირისპირდება საქართველოს მოქალაქეების ნებას. ამიტომ მე, როგორც ადამიანი, როგორც ქალი, როგორც პოლიტიკოსი, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვარ ამაყი, რომ შარშან მომიწია თქვენთან ერთად დგომა და ამაყი ვარ, რომ წელსაც თქვენთან ერთად ვდგავარ,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

იხილეთ ვიდეო: ხატია დეკანოიძე აქციის მონაწილეებს - ზუსტად ჩვენ ვართ საქართველოს მომავალი და არა - ბიძინა ივანიშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა