თამარ კორძაია - ხვალ დაველოდებით პარლამენტის უნარიანობას, მიიღოს ის გადაწყვეტილება, რასაც დაგვპირდა, თუ არა, ჩვენ არ დავიღლებით თავისუფლებისთვის ბრძოლაში

ხვალ დაველოდებით პარლამენტის უნარიანობას, მიიღოს ის გადაწყვეტილება, რასაც დაგვპირდა, თუ არა, ჩვენ არ დავიღლებით თავისუფლებისთვის ბრძოლაში, წინ მეგობრებო, წინ, - ასე მიმართა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები არ იმსახურებენ ხელისუფლებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის, რუსეთის და საპატრიარქოს ეშინია.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა კარგად ვიცით თანასწორობის ფასი, ფასი, რომელიც 1 წლის წინ სწორედ მოქალაქეებმა, საზოგადოებამ გადაიხადა საკუთარი სიცოცხლის ფასით ამ გამზირზე. შეუძლებელია იბრძოდე თავისუფლებისთვის, თუ არ გაქვს ღირსება. ღირსეული საზოგადოება გამოვიდა უღირსი ხელისუფლების წინააღმდეგ, იმიტომ, რომ საზოგადოებამ მოითხოვა ქვეყნის თავისუფლების ღირსეულად დაცვა, შეცდომის გამოსწორება, მისცა შანსი ამ უღირს ხელისუფლებას, არ გაჯიუტებულიყო საკუთარ შეცდომაში, მაგრამ დღემდე ჩვენი მთავრობა გაჯიუტებულია ამ შეცომაში და ეს უკვე შეცდომაც კი აღარ არის, ეს უკვე დანაშაულია თითოეული ჩვენგანის წინაშე.

ჩვენ არ ვიმსახურებთ მშიშარა ხელისუფლებას, ხელისუფლებას, რომელსაც ეშინია ბიძინა ივანიშვილის, ეშინია რუსეთის, ეშინია საპატრიარქოსი, ჩვენ არ ვიმსახურებთ ხელისუფლებას, რომელმაც არ იცის, სად არის სიმძიმის ძალა, რომელმაც არ იცის, სად არის ძლიერი იმიტომ, რომ ძლიერები აქ ვდგავართ და საქართველოს მოქალაქეზე მეტი ძალა არც ერთი ხელისუფლებისთვის არ არსებობს და განწირულია დამარცხებისთვის ის ხელისუფლება, რომელიც კარგავს კავშირს საკუთრ მოქალაქესთან.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები არ დავიღლებით იმ ბრძოლისთვის, რასაც ჰქვია თავისუფლება, რასაც ჰქვია თანასწორობა ყველა დონეზე. სახელმწიფო დონეზე თანასწორობა, პოლიტიკურ დონეზე თანასწორობა, ადამიანურ დონეზე თანასწორობა, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ძალა მრავალფეროვნებაშია, მრავალფეროვნებაში უნდა შევქმნათ ეს ქვეყანა, მრავალფეროვანი წარმომადგენლობა უნდა იყოს პარლამენტში, იმიტომ, რომ თითოეული თქვენგანის ხმა უნდა ისმოდეს, თქვენი პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად უნდა იყოს დაკომპლექტებული საკანონმდებლო ორგანო.

ხვალ უმნიშვნელოვანესი დღეა. 1 წლის თავზე, როდესაც თვალები დათხარა გახარაიმ და მისმა ხელისუფლებამ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს, ხვალ ოდნავ მაინც უნდა გამოასწოროს ის, რაც არ გააკეთეს 1 წლის განმავლობაში, ის, რასაც გააფთრებით ებრძვიან, ხვალ უნდა შეიქმნას პირობა იმისთვის, რომ მრავალფეროვნება პარლამენტში იყოს უზრუნველყოფილი, პროპორციები იყოს უზრუნველყოფილი და მივაღწიოთ თავისუფალ, თანასწორ გარემოს ამ ქვეყანაში და ვიქნებით ღირსეული საზოგადოება. ჩვენ არ დავუთმობთ საკუთარ ღირსებას არც გახარიას, არც ივანიშვილს და არავის დედამიწაზე, ჩვენ არ დავთმობთ ამ ღირსებას იმიტომ, რომ არ უნდა გაბედოს 1 წლის თავზე გავრილოვმა ბოდიშის მოხდის მოთხოვნა ჩვენგან, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში არც ერთი ადამიანი არ გრძნობს თავს დაცულად, არც ერთი არ გრძნობს, რომ მის უკან ხელისუფლება დგას და იცავს მის ინტერესებს, ამიტომ ხვალ დაველოდებით კიდევ პარლამენტის უნარიანობას, მიიღოს ის გადაწყვეტილება, რასაც დაგვპირდა ჩვენ, თუარადა ჩვენ არ დავიღლებით თავისუფლებისთვის ბრძოლაში. წინ მეგობრებო, წინ“, - განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისიდან 1 წლის თავზე პარლამენტთან საპროტესტო აქცია - "ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა