ელენე ხოშტარია - მინდა გავრილოვს, კადიროვს და პუტინს მივმართო, ბოდიშის მოხდა კი არა, ჩვენი ქვეყნის წინაშე დაჩოქება მოგიწევთ

მინდა გავრილოვს, კადიროვს და პუტინს მივმართო, ბოდიშის მოხდა კი არა, ჩვენი ქვეყნის წინაშე დაჩოქება მოგიწევთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან ასევე აღნიშნა, 20 ივნისი ტკივილის, ღირსების და „ქართული ოცნების“ სირცხვილის დღეა. მისი თქმით, ვინც ხელისუფლებაში მოვა, არავინ აღარ უნდა გაიფიქროს, საკუთარ მოქალაქეებზე ასე მოპყრობა.

„20 ივნისი ჩვენი გულებიდან და მეხსიერებიდან არასდროს ამოიშლება, ყოველთვის გვემახსოვრება და ყოველთვის მოვითხოვთ პასუხს იმაზე რაც ერთი წლის წინ, ამ დღეს მოხდა. 20 ივნისი არის ტკივილის დღე, იმიტომ, რომ დღეს აქ და სახლებშიც არიან ადამიანები, ვინც იმ ძალადობისგან საშინლად დააზარალდნენ. მე ხშირად ამ სახელების ხსენება არ მიყვარს, მაგრამ დღეს არ შეიძლება არ ვახსენო კობა ლეთოდიანი, რომელმაც ერთ თვალზე მხედველობა აფხაზეთის ომის დროს დაკარგა და მეორე თვალზე აი აქ, ქართველი პოლიციელებისგან, „ქართული ოცნებისგან“ და დღეს საერთოდ ვეღარ იხედება. ეს ტკივილი დაუვიწყარია და ვერასდროს ვერ წაიშლება. 20 ივნისი არის „ქართული ოცნების“ სირცხვილის დღე, რომელსაც ვერ მოიწმენდენ, მაგრამ ამასთანავე ეს არის ქართველი ხალხის ღირსების დღე. ღირსების, როდესაც ჩვენ ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“ და გავრილოვს გამოვართვით და ვუთხარით, რომ გვეკუთვნის ჩვენ, ეკუთვნის დასავლეთს, თავისუფლებას და ადამიანის ღირსებას. ამიტომ, 20 ივნისს, მიუხედავად ტკივილისა, ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლა დავიწყეთ. ბრძოლა, რომელიც ოქტომბერში ძალიან დიდ ეტაპს გაივლის. ოქტომბერში ჩვენ ამ „ქართულ ოცნებას“ შევცვლით, მაგრამ ეს ბრძოლა კიდევ უფრო დიდია. ვინც ხელისუფლებაში მოვალთ არავინ აღარ გაიფიქროს, რომ თავის მოქალაქეებს ასე მოეპყროს. და ბოლოს, მე მინდა გავრილოვს, კადიროვს და პუტინს მივმართო. ბოდიშის მოხდა კი არა, ჩვენი ქვეყნის წინაშე დაჩოქება მოგიწევთ“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა