"შევხვდებით არჩევნებზე" - ამ სლოგანით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია დასრულდა

"შევხვდებით არჩევნებზე" - ამ სლოგანით დასრულდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია. აქცია სახელწოდებით " ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" თითქმის 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს რუსული ოკუპაციაზე, გაიხსენეს გასული წლის 20 ივნისი და აქციის დაშლის დროს განვითარებული მოვლენები.

აქციაზე სამოქალაქო მოძრაობის წევრეთან ერთად საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და რამდენიმე პოლიტიკოსმა.

აქციის დასასრულს კი აქტივისტებმა სოლიდარობისა და მხარდაჭერის მიზნით ასწიეს პლაკატები - "შევხვდებით არჩევნებზე". გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

აქციაზე, მოქალაქეები სოციალური დისტანციის დაცვით იდგნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს