ალეკო ელისაშვილი - მე, ლევან კობერიძე და ანა დოლიძე არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენი კანდიდატურები თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში დავაყენოთ

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის, ანა დოლიძე და ლევან კობერიძე, რომლებთან ერთადაც პოლიტიკური პლატფორმა შექმნა, თბილისის ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებად წარდგნენ. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე კონსულტაციები მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური პლატფორმის ფარგლებში მიმდინარეობს.

„ჩვენს ახალ პლატფორმაში შემავალი ადამიანები - მე, ლევან კობერიძე, ანა დოლიძე - ვფიქრობთ და არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება ჩვენ სამის კანდიდატურა თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში დავაყენოთ. მე თუ დავდგები მაჟორიტარად, ეს მხოლოდ და მხოლოდ საბურთალოზე იქნება, ანა დოლიძესთან და ლევან კობერიძესთან დაკავშირებით ვმსჯელობთ,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს