ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადებას პარტია ავრცელებს.

„"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ. ვთვლით, რომ შემუშავებული საარჩევნო მოდელი მრავალპარტიული მმართველობის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის. ცვლილებების ეს პაკეტი არის საქართველოს მოქალაქეების, საერთაშორისო პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ძალისხმევის შედეგი. "ნაციონალურ მოძრაობას" ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის.

ამავე დროს, დემოკრატიის და სამართლიანი არჩევნების პრინციპების ხელშეწყობისათვის აუცილებელია მიღწეული შეთანხმებების შესრულება, მით უფრო, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც თავის საქმიანობის ქვაკუთხედად მოქალაქეების მუდმივი მოტყუება აქცია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი პოზიცია ეფუძნება ჩვენი ამომრჩევლების ნებას - საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი ჩვენი მხარდაჭერა უპირობო იქნებოდა 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებით, კერძოდ, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებით, რაც სამწუხაროდ, ამ მომენტამდე არ მოხდა. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" დაეკისრება.

ზემოაღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე, "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქცია მონაწილეობას არ მიიღებს კენჭისყრაში. ამასთანავე, პატივს ვცემთ სხვა ოპოზიციური ფრაქციების და დამოუკიდებელი დეპუტატების გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით“ , - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა