შვეიცარიისა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავის აღსანიშნავად, ბერნის მერიის შენობის თავზე ქვეყნის სახელმწიფო დროშა აღიმართა

2020 წლის 19 ივნისს, შვეიცარიისა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავის აღსანიშნავად, ბერნის მერიის შენობის თავზე სიმბოლურად აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა და შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა ირაკლი ხუცურაულმა, ქ.ბერნის მერმა ალეკ ფონ გრაფენდინმა და მერიის საგარეო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელმა - იურგ ვიხტერმანმა.

ბერნის სტუმრებს, მათ შორის შვეიცარიაში მყოფ თანამემამულეებს, 19 ივნისიდან 22 ივნისამდე საშუალება ექნებათ ქალაქის ცენტრალურ უბანში იხილონ საქართველოს ეროვნული დროშა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო