დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენი სრულად კონტროლდება მისი პარტიის მიერ, მათი პაიკია, მოდი ვაღიაროთ, არც კი იცის, სად ჯანდაბაშია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანია განაახლა. პრეზიდენტმა, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, პირველი საჯარო შეხვედრა მხარდამჭერებთან ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტულსაში გამართა.

ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას მისი მთავარო კონკურენტი „დემოკრატებიდან“ ჯო ბაიდენი გააკრიტიკა და მას „რადიკალი მემარცხენეების უმწეო მარიონეტი“ უწოდა.

„ჯო ბაიდენი სრულად კონტროლდება მისი პარტიის მიერ. ის მათი პაიკია. მოდი ვაღიაროთ, მან არც კი იცის სად ჯანდაბაშია. ის შეურაცხყოფს სოციალისტებს“, - განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტი ანტირასისტული მოძრაობის პირობებში ძეგლების დასახიჩრების ტენდენციასაც შეეხო.

„დაუოკებელი მემარცხენე ბრბო ცდილობს ჩვენი ისტორიის ვანდალიზებას, ჩვენი მშვენიერი მონუმენტების შებღალვას, ძეგლების ჩამოგდებას და დასჯას, გაუქმებას და დევნას ნებისმიერისა, ვინც არ შეესაბამება მათ აბსოლუტური და ტოტლაური კონტროლის მოთხოვნებს. ჩვენ არ შევესაბმებით“, - აღნიშნა ტრამპმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა