გიორგი კახიანი - „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურად აუცილებლად იქნება პასუხისმგებელი, რომ მონაწილეობას არ იღებს საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრაში

„ნაციონალური მოძრაობა" იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აქვს, ვერ გაექცევა. ის პოლიტიკურად აუცილებლად იქნება პასუხისმგებელი ასეთი გადაწყვეტილებისთვის, რომ მონაწილეობას არ იღებენ საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრაში , - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, იმის თაობაზე რომ პარტია საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

კახიანის განმარტებით, მმართველი პარტია არის იმ შეთანხმების ერთგული, რაზეც ამდენი ხანია საუბრობს და "ქართული ოცნების" მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერა ექნება.

"გარდა ამისა, ვამბობდით იმასაც, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ამ ჯგუფების ინტერესში, როგორც ჩანს, არ არის არჩევნების ჩატარება. მათ თავიანთი სხვა მიზნები გააჩნიათ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, მისასალმებელია, რომ "ევროპულმა საქართველომ" მიიღო გადაწყვეტილება, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა ესეც მეტყველებს იმაზე, რომ იძულებულები გახდნენ ეს გაეკეთებინათ. როგორც ჩანს მათ, ამის სურვილი არ ჰქონიათ, მაგრამ საერთაშორისო მეგობრების, ფასილიტატორების განცხადების შედეგად, ისინი მიხვდნენ იმას, რომ ძალიან მძიმედ დაუჯდებოდათ, თუ კენჭისყრაში არ მიიღებდნენ მონაწილეობას. ქვეყნის შიგნით, საზოგადოებისთვის ყველაფერი გასაგებია, მე მგონი, თუმცა საერთაშორისო არენაზე ისინი ძალიან იზარალებდნენ. როგორც ჩანს, ეს დასკვნები გააკეთეს და აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება,რომ ინიციატივას მხარი დაუჭირონ.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", "ნაციონალური მოძრაობა" იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აქვს, ვერ გაექცევა. ის პოლიტიკურად აუცილებლად იქნება პასუხისმგებელი ასეთი გადაწყვეტილებისთვის, რომ მონაწილეობას არ იღებენ საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრაში, თუმცა ვნახოთ. მე დარწმუნებული, ვარ, რომ დღეს პირველი მოსმენით კონსტიტუციურ ცვლილებას მივიღებთ, თუმცა შემდგომ რა მოხდება, მათი მოქმედებები როგორი იქნება, ამას დრო გვაჩვენებს", - განაცხადა კახიანმა.

მისი თქმით, არ არსებობს არავითარი პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლებულიყო, არ ყოფილა ასეთი შეთანხმება. კახიანის თქმით, პირობა რაც იყო, მდგომარეობდა იმაში, რომ საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდებოდა და „ასევე პირობა იყო იმაზე, რომ მართლმსაჯულებაზე არანაირი ზეწოლა არ მოხდებოდა“.

"ორივე პირობა სრულდება. მთავარია კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება. ჩვენ ეს პირობა დავდეთ საზოგადოების, ფასილიტატორების წინაშე და ამ პირობას შევასრულებთ. ასე რომ, "ნაციონალური მოძრაობა" მომავალში რას გააკეთებს, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ აუცილებლად დაეკისრება იმ ქმედებისთვის, რომლის მიხედვით გადაწყვიტეს, რომ კენჭისყრაში დღეს მონაწილეობა არ მოიღონ", - განაცხადა კახიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს