ზვიად ძიძიგური - არჩევნებზე დამოუკიდებლად გავდივართ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას გამოვრიცხავთ პოლიტიკურ ძალასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილია დომინანტი, „ქართულ ოცნებასთან“ შესაძლებლობა არსებობს

„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას გამორიცხავს იმ პოლიტიკურ ძალასთან, სადაც, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილია დომინანტი.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, „ქართულ ოცნებასთან“ ამის შესაძლებლობა არსებობს.

„ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ კონსულტაციას იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი და მისი ფაქტორი არის დომინანტი. არც სხვა პარტიებთან კონსულტაციებს ვაპირებთ. მიგვაჩნია, რომ კონსერვატიული, ეროვნული ფასეულობები და ღირებულებები არის ის თემა, რომლის ირგვლივაც ჩავატარებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით, დანარჩენი ამომრჩეველზე იქნება დამოკიდებული. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე. რაც შეეხება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას, გამოვრიცხავთ იმ პოლიტიკურ ძალასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი დომინანტი არის. „ქართულ ოცნებასთან“ რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა არსებობს და ჩვენ ამას განვიხილავთ, ვინაიდან 8 წლის განმავლობაში ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიყავით ყველა იმ რეფორმის თუ საკითხის განხორციელებაში, რომელიც ქვეყანაში ხდებოდა“, -განაცხადა ძიძიგურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა