რომან გოცირიძე - მარგველაშვილი, გამოცდილი პოლიტიკოსია, ყველაზე კარგად იცის, რას წარმოადგენს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება შიგნიდან, რომლის როლი იქნება დადებითი რეჟიმის შეცვლის პროცესში

ის არის გამოცდილი პოლიტიკოსი და მან ყველაზე კარგად იცის, რას წარმოადგენს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება შიგნიდან, ამიტომ მისი როლი იქნება დადებითი ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის პროცესში , - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს, გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილის გააქტიურება მისასალმებელია.

"ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ადამიანის ჩართვას პოლიტიკაში, რომელიც ხელს შეუწყობს ამ დანაშაულებრივი რეჟიმის 8 წლიანი წარუმატებელი მმართველობის შეცვლას, რომელიც დროზე მოსაშორებელია; რეჟიმის, რომელმაც შეზღუდა დემოკრატია, ქვეყანა ჩააგდო უმძიმეს მდგომარეობაში და ერთმა ადამიანმა მოახდინა ქვეყნის უზურპაცია. ეს უნდა დამთავრდეს, მისთვის ვისაც აქვს პოლიტიკური რესურსი, ხალხის ნდობა და ვინც დადგება ოპოზიციურ ფლანგზე, რა თქმა უნდა მისასალმებელია და ეს ხელს შეუწყობს ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას", - განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო