დავით ბაქრაძე - "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება, მაგრამ მათ მოტივაციაში ეჭვი არ გვეპარება და პატივს ვცემთ

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ მათ მოტივაციაში ეჭვი არ გვეპარება. შესაბამისად, პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას , - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება შეაფასა.

ბაქრაძის თქმით, დანამდვილებით იცის, რომ ორივე პარტიას აუცილებლად მიაჩნია, 8 მარტის შეთანხმების შესრულება.

"დანამდვილებით ვიცი, რომ "ნაციონალური მოძრაობასაც" ისევე, როგორც ჩვენ, აწუხებს და უნდა ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება. მათაც ისე აწუხებთ გიორგი რურუას ბედი, როგორც ჩვენ. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ორივე პარტია ისე იქცევა, როგორც მას მიაჩნია სწორად და საუკეთესო გამოსავლად. ჩვენ სწორ და საუკეთესო გამოსავლად, ამ შემთხვევაში, მიგვაჩნია პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა და ამით იმ სცენარის გამორიცხვა, რომ "ქართული ოცნება" აგდებს პროპორციულ სისტემას. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება, მაგრამ მათ მოტივაციაში ეჭვი არ გვეპარება და შესაბამისად, პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას" , - განაცხადა ბაქრაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა