ლევან გოგიჩაიშვილი - გიორგი მარგველაშვილი თუ იქნება პოლიტიკაში, შევხედავთ, ფასეულობებს დიდი მნიშვნელობა აქვს, სად დგახარ, რას ემსახურები, როგორი პოზიციები გქონდა

გიორგი მარგველაშვილი თუ იქნება პოლიტიკაში, შევხედავთ, არჩევნებია და საბოლოო ჯამში, ყველაფერი მათემატიკასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფასეულობებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე ღირებულებებს, სად დგახარ, რას ემსახურები, რას ემსახურებოდი, როგორი პოზიციები გქონდა , - ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნება.

გოგიჩაიშვილის თქმით, წინ საინტერესო პროცესებია.

"გიორგი მარგველაშვილზე ვერაფერს გეტყვით. ამ ქვეყანაში ადამიანებს აქვთ გამოხატვის, არჩევანის თავისუფლება. ამიტომ, თუ ის იქნება პოლიტიკაში, შევხედავთ. არჩევნებია და საბოლოო ჯამში, ყველაფერი მათემატიკასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფასეულობებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე ღირებულებებს, სად დგახარ, რას ემსახურები, რას ემსახურებოდი, როგორი პოზიციები გქონდა. ჩვენ წინ ძალიან ბევრი საინტერესო პროცესი გველის, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღე.

"ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" არის გუშინდელი დღე, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე არ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც როცა სხვები იბრძოდნენ, ისინი წინა ხელისუფლების ან თუნდაც ამ ხელისუფლების სხვა დავალებებს ასრულებდნენ. ამიტომ ფასეულობებს და ღირებულებებს დიდი მნიშვნელობა აქვს" , - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს