ლევან კობერიძე - 20 ივნისი არ დაწყებულა გავრილოვის ღამით, დაიწყო გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანით

20 ივნისი არ დაწყებულა გავრილოვის ღამით, როგორც უმრავლესობას უნდა რომ წარმოაჩინოს, არამედ სწორედ დაიწყო გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანით, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ.

კობერიძის თქმით, გავრილოვის სპიკერის სავარძელში მოთავსება იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, რომ ყველაზე მთავარს გაესვას ხაზი, რითი დაიწყო 20 ივნისის მოვლენები, როდესაც გავრილოვი აღმოჩნდა იმ სავარძელში, რომელშიც ახლა თქვენ ბრძანდებით, ბატონო არჩილ და ჩემი აზრით, ეს იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედება და შარშან 20 ივნისს და დღესაც მე ვითხოვ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყოს გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ვთვლი, რომ ეს იყო ქვეყანაში, პირიქით, არეულობისკენ გადადგმული ნაბიჯი ვიღაცის მიერ, ვინ არის ეს ვიღაცები ან ვიღაც უნდა ვიცოდეთ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს აუცილებლად. 20 ივნისი არ დაწყებულა გავრილოვის ღამით, როგორც უმრავლესობას უნდა რომ წარმოაჩინოს, არამედ სწორედ დაიწყო გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანით, მერე პარლამენტის შენობაში შემოყვანითა და იმ სავარძლის მირთმევით, ამიტომ ეს ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ,“- განაცხადა ლევან კობერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა