გედევან ფოფხაძე - ოპოზიცია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ იღებს, არის არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე

„ყველას ერთნაირად გვაქვს პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა მოხდება საქართველოში შემოდგომაზე, როგორი არჩევნები ჩატარდება. დღეს ჩვენ ყველამ ეს პასუხისმგებლობა ერთად უნდა ავიღოთ და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებში, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

ფოფხაძის განცხადებით, ოპოზიცია, რომელიც ასეთი საკითხის განხილვაში მონაწილეობას არ იღებს, არის არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია.

ამასთან, მისივე თქმით, უმრავლესობაც, რომელმაც თავის დროზე ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებები, მოიქცა არასახელმწიფოებრივად.

„დღეს ჩვენ გვაქვს შანსი და ეს შანსი აქვს პირველ რიგში უმრავლესობას, რომ იყოს მიღებული ის გადაწყვეტილება, რომელიც არის არა პოლიტიკური სუბუექტების, არამედ ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ინტერესი. ამიტომ აქ სხვა პოლიტიკურ ინტერესს მნიშვნელობა არ აქვს. მე კარგად მესმის, რომ ოპოზიცია, რომელიც ასეთი საკითხის განხილვაზე არ შემოდის და ხმებს გვამადლის, არის არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია. უმრავლესობამ, რომელმაც ჩააგდო ეს თავის დროზე, მოიქცა არასახელმწიფოებრივად, მაგრამ დღეს ჩვენ, ყველას ერთად გვაქვს იმისი შესაძლებლობა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება არა უმრავლესობის ან ოპოზიციის, არამედ ქართველი ხალხის ინეტერესი. ამიტომ, ამ საკითხთან მიმართებით არანაირი პოლიტიკური ნიუანსების წინ წამოწევის მორალური უფლება არ გვაქვს უბრალოდ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. ჩვენ ყველა ამ გადაწყვეტუილების თანამონაწილეები უნდა ვიყოთ და ყველას ერთნაირად გვაქვს პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა მოხდება საქართველოში შემოდგომაზე, როგორი არჩევნები ჩატარდება. დღეს ჩვენ ყველამ ეს პასუხისმგებლობა ერთად უნდა ავიღოთ და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებში“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს