ეკა ბესელია - ცვლილება არ არის იდეალური, მაგრამ არის უკეთესი, ვიდრე დღეს გვაქვს, იმედია, პროცესი დასრულდება მალე, ყოველგვარი სიურპრიზებისა და ახალი სცენების გარეშე

ეს არ არის იდეალური ცვლილება, მაგრამ არის უკეთესი, ვიდრე დღეს გვაქვს. იმედია, ეს პროცესი დასრულდება მალე და სიურპრიზები აღარ მოხდება , - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

მისი თქმით, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებების პროექტს მხარს დაუჭერს.

„მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ არაორდინალური ვითარებაა, განსახვავებით წინა არჩევნებისგან, რადგან არჩევნებამდე 4 თვით ადრე ჯერ კიდევ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ვსაუბრობთ და ჯერ კიდევ არ ვიცით, ეს პროცესი როდის დასრულდება იმედია, დასრულდება მალე და ყოველგვარი სიურპრიზებისა და ყოველგვარი ახალი სცენების გარეშე, რომელიც ვნახეთ ჩვენ წინა შემთხვევაში, როდესაც მმართველი პარტიის ავტორობით შემოტანილი კანონპროექტი ამ პარლამენტმა და მისმა უმრავლესობამ ჩააგდო. იმედი მაქვს ასეთი სიურპრიზები აღარ მოხდება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ყველა, ვინც ამ პარლამენტშია 1-2 გამონაკლისის გარეშე, ყველა აძლევს ხმას ამ ცვლილებას. ეს არ არის იდეალური ცვლილება, მაგრამ არის უკეთესი, ვიდრე დღეს გვაქვს.

მესმის, როდესაც წლების განმავლობაში მე ოპოზიციაში ვიყავი წინა ხელისუფლების, ჩვენი ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო სამართლიანი არჩევნები და საარჩევნო სისტემის შეცვლა. ესაა ერთი ნაბიჯი ამ ცვლილებისკენ, თუმცა არა სრული, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს ნაბიჯი ბოლომდე იყოს მიყვანილი, რადგან ქვეყანას სჭირდება მშვიდობიანი არჩევნები და ამ არჩევნების შედეგად ცვლილებები, რომელიც, როგორც წესი, ორი ვადის შემდეგ ხდება ხოლმე დემოკრატიულ ქვეყნებში. ასეთი ტრადიცია აქვს საქართველოსაც, სადაც ძალიან რთული პოლიტიკური ვნებათაღელვა ახლავს ხოლმე ხელისუფლების მეორე ვადის ეტაპს, როდესაც ხელისუფლებასთან დამშვიდობება, როგორც წესი, არავის უნდა“ , - აღნიშნა ბესელიამ.

მისი თქმით, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგაც მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

„1 წლის წინ, როდესაც ამ პარლამენტის შენობასთან უმძიმესი პოლიტიკური პროცესი განვითარდა, მე ვწუხვარ, რომ ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა პოლიტიკური გავლენებისგან საგამოძიებო უწყებების გათავისუფლება არ გვაქვს იმ საქმეზე დასრულებული გამოძიება, არ გვყავს პასუხისგებაში მიცემული ადამიანები, რომელთა ხელით სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა გოგო-ბიჭები დასახიჩრდნენ, ჟურნალისტები დაშავდნენ, არ გვაქვს დაზარალებულების სრული სია, არაა გამოძიებული ეს საქმე და პასუხისმგებლობის ამღები არავინაა იმ სიმძიმეზე, რაც მაშინ მოხდა. 1 წლის თავზე იგივე სურათს უსამართლობის განცდას. მხარდაჭერილი იქნებოდა ცვლილებები და იმედი მაქვს, არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდება და მშვიდობიანად მოხდება ცვლილება, რომელიც სჭირდება ქვეყნის განვითარებას, ამ ქვეყნის მომავალს. ჩვენს ხალხს, რომელსაც უნდა ნახოს, რას ნიშნავს სამართლიანი გარემო და სამართლიანობა, რომელსაც ისინი დღეს ვერ პოულობენ“, - განაცხადა ბესელიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო