ლევან კობერიძე -  მნიშვნელოვანია ქვეყანაში ორპოლუსიანობის გარღვევა - „ქართულ ოცნებას“ არ მიეცა საშუალება, რომ ზედმეტი „მანევრები“ ეკეთებინა, ასევე, ოპოზიციას, რომ გასულიყო პროცესიდან

ჩვენ როდესაც მყარი თანხმობა განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებას, ამან „ქართული ოცნება“ ჩააყენა იმ მდგომარეობაში, რომ ვერანაირ მიზეზს ვეღარ მოძებნიდა, რადგან ჩვენი და „ქართული ოცნების“ ხმები საკმარისია ამ კანონის მისაღებად , - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ.

კობერიძის განმარტებით, ამ ფაქტმა მმართველ პარტიას საშუალება წაართვა, რომ კანონპროექტის ჩავარდნა ოპოზიციური პარტიებისთვის გადაებრალებინა, ამასთანავე, მისი თქმით, ამან „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ქვეყნის წინაშე პოლიტიკური უპასუხისმგებლობა წარმოაჩინა.

„მინდა შევეხო იმ საკითხს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში პოლიტიკური მრავალფეროვნება და ორპოლუსიანობის გარღვევა, რადგან დღეს ჩვენ რა სურათიც გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით, ის რომ, ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებას“ არ მიეცა საშუალება, რომ ზედმეტი „მანევრები“ ეკეთებინა, როგორც გააკეთა პროპორციული არჩევნების დროს შიდა ამბოხი რომ ვიხილეთ, გარკვეული მაჟორიტარი დეპუტატების და მეორე მხრივ, არ მიეცა საშუალება „ევროპულ საქართველოს“ და, „ნაციონალური მოძრაობას“ (არ ვიცი რას იზამს) , რომ გასულიყო ამ პროცესიდან და თავისი პირობისთვის უარი ეთქვა. ეს როლი ითამაშა სწორედ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ჩვენმა ფრაქციამ, უფრაქციო დეპუტატებმა და კიდევ ორმა ფრაქციამ, რომელიც აქ არის წარმოდგენილი იმიტომ, რომ ჩვენ როდესაც მყარი თანხმობა განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებას, ამან, ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ ჩააყენა იმ მდგომარეობაში, რომ ვერანაირ მიზეზს ვეღარ მოძებნიდა იმიტომ, რომ ჩვენი და „ქართული ოცნების“ ხმები საკმარისი არის ამ კანონის მისაღებად და შესაბამისად, თქვენც წაგერთვათ იმის საშუალება, რომ გადაგებრალებინათ ეს „ევროპული საქართველოსა“ თუ „ნაციონალური მოძრაობისათვის“. მეორე მხრივ, კარგად გამოავლინა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური უპასუხისმგებლობა ქვეყნის მიმართ, როდესაც ისინიც გარკვეულწილად აღმოჩნდებოდნენ თამაშგარე მდგომარეობაში ხმების არ მიცემის შემთხვევაში, ამიტომ მე მინდა მოვუწოდო ყველას, ყურადღება გაამახვილოს ამ ფაქტზე, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მრავალფეროვნება ქვეყნის წინსვლისთვის არის აუცილებელი“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა