ირაკლი კობახიძე -  „ევროპულმა საქართველომ“  დღემდე ვერ გაიგო, რა არის ხელისუფლების დანაწილება და რა არის სამართლებრივი სახელმწიფო და ალბათ, ვერც ვერასდროს გაიგებს

როდესაც „ევროპული საქართველო“ ითხოვს მმართველი პარტიისგან პატიმრის გათავისუფლებას, ამით ისინი ადასტურებენ, რომ დღემდე ვერ გაიგეს, რა არის ხელისუფლების დანაწილება და რა არის სამართლებრივი სახელმწიფო და ალბათ, ვერც ვერასდროს გაიგებენ, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას ეხება.

კობახიძის თქმით, პატიმრის გათავისუფლება არა მმართველი პარტიის, არამედ სასამართლოს კომპეტენციაა.

„პატიმრის გათავისუფლება ვერ იქნება მმართველი პარტიის კომპეტენცია. ეს არის სასამართლოს კომპეტენცია და სასამართლო იღებს გადაწეყვეტილებებს ამასთან დაკავშირებით. როდესაც „ევროპული საქართველო“ ითხოვს მმართველი პარტიისგან პატიმრის გათავისუფლებას, ამით ისინი ადასტურებენ, რომ დღემდე ვერ გაიგეს, რა არის ხელისუფლების დანაწილება და რა არის სამართლებრივი სახელმწიფო და ალბათ, ვერც ვერასდროს გაიგებენ“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა