ირაკლი კობახიძე - „ევროპული საქართველოს“  ხმების გარეშეც ძალიან მარტივად გავა  საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენაზე და მისი მიღება არავითარი საფრთხის ქვეშ არ დგას

სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არავითარი საფრთხის ქვეშ არ დგას. 29 ივნისს წარმატებით დასრულდება კანონპროექტის მიღება და მნიშვნელობა არ აქვს „ევროპული საქართველო“ მიიღებს თუ არა ამ ცვლილებებში მონაწილეობას, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მათ ხმები დათვლილი ჰქონდათ და მეორე და მესამე მოსმენაზეც „ევროპული საქართველოს“ ხმების გარეშეც, საკონსტიტუციო ცვლილებებს 116 დეპუტატის მხარდაჭერა ექნება.

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ დეპუტატს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვქონდა დათვლილი ხმები. „ევროპული საქართველოს“ გარეშე დათვლილი იყო 117 ხმა, რასაც შემდეგ გამოაკლდა ემზარ კვიციანი და 116 დეპუტატს ჰქონდა დადასტურებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა, რაც იყო საკმარისი. დღეს ყველა მათგანმა დაუჭირა მხარი და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი საფრთხის ქვეშ ამ კანონის მიღება არ დგას. 29 ივნისს წარმატებით დასრულდება ამ კანონის მიღება და მნიშვნელობა არ აქვს „ევროპული საქართველო“ მიიღებს თუ არა ამ ცვლილებებში მონაწილეობას. დღეს ისინი ელჩების განცხადების შემდეგ გახდნენ იძულებული მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. ალბათ, ასე იქნება მეორე და მესამე მოსმენაზეც, თუმცა მათი ხმების გარეშეც ძალიან მარტივად გავა ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რადგან მათ გარეშეც ექნება 116 დეპუტატის მხარდაჭერა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი წავიდა 5 დეპუტატი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა