ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

ესპანეთში კორონავირუსის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, რომელიც 14 მარტიდან იყო დაწესებული. ამის შესახებ გამოცემა El Pais იუწყება.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ექვსჯერ გაგრძელდა.

წუხელ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, ტელემიმართვისას, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეპიდემიასთან ბრძოლაში იყო ჩართული და განაცხადა, რომ ვირუსი შესაძლოა, დაბრუნდეს და საჭიროა გაკეთდეს ყველაფერი ასეთი სცენარის თავიდან ასაცილებლად.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულება ნიშნავს, რომ ავტონომიური რეგიონები კვლავ მიიღებენ სრულ ძალაუფლებას, რომელიც საგანგებო მდგომარეობამდე გააჩნდათ, ასევე მოიხსნება შეზღუდვა რეგიონებში მოგზაურობაზე. დღეიდან იხსნება საზღვრები შენგენის ზონის ქვეყნებისთვის.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყველა მოგზაურმა უნდა გაიაროს აეროპორტებში სამმაგი კონტროლი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

ესპანეთში კორონავირუსის შედეგად, 28 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა