არჩილ თალაკვაძე - ვერ ვიხსენებ პოლიტიკის ისტორიაში ვერც ერთ ფაქტს, როდესაც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლო, მხარი არ დაეჭირა იმისთვის, რასაც ამბობს, რომ მხარს უჭერს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ოპოზიციის საერთო ლიდერად გამოაცხადეს გიორგი რურუა, მაგრამ ეს ორი პოლიტიკური პარტია ამაშიც ატყუებს საზოგადოებას, როდესაც ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმების გამო მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

პარლამენტის სპიკერის განმარტებით, ის ვერ იხსენებს პოლიტიკის ისტორიაში ვერც ერთ ფაქტს, როდესაც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლო, რომ მხარი არ დაეჭირა იმისთვის, რასაც ამბობს რომ მხარს უჭერს.

„ისინი ამბობენ, რომ მათ სურთ ხელისუფლების შეცვლა იმიტომ, რომ თითქოს ჩვენი ხელისუფლების პირობებში მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი, ცვლილებების მიღწევის ერთადერთი გზა არის არჩევნები. მათივე განმარტებით, არჩვნები რომ იყოს უფრო მეტად სამართლიანი და კონკურენტული, საჭიროა პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემის მიღება, რომელიც იყო სისტემა, რომელსაც დღეს ვუყარეთ კენჭი, მაგრამ მათ მხარი არ დაუჭირეს ამ ცვლილებებს, რაც მთლიანად ანგრევს ლოგიკას და აჩვენებს საზოგადოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ნარატივი პრაქტიკულად არის სიმულაცია და არის თვალთმაქცობა. მეორე, მე ვერ ვიხსენებ პოლიტიკის ისტორიაში ვერც ერთ ფაქტს, როდესაც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლო, რომ მხარი არ დაეჭირა იმისთვის, რასაც ამბობს, რომ მხარს უჭერს. ისინი ამბობენ, რომ მხარს უჭერენ ამ ცვლილებებს, რომ საჭიროა, რომ კარგია, მაგრამ ასევე დღეს გამოჩნდა, რომ მათ არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღო.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ფრაქციამ „ნაციონალური მოძრაობა“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს