გიორგი ვაშაძე - განვლილმა პერიოდმა ნათლად დაგვანახა, რომ ერთიანობას, თუნდაც თემატურს, ალტერნატივა არ აქვს, დღევანდელი დღე არის ყველას საერთო წარმატება, საქართველო  გაიმარჯვებს!

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ დღეს საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა უკეთესი და შედარებით სამართლიანი საარჩევნო სისტემის გზაზე.

გიორგი ვაშაძის შეფასებით, დღევანდელი დღე ყველას საერთო წარმატებაა.

"დღეს საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა უკეთესი და შედარებით სამართლიანი საარჩევნო სისტემის გზაზე. ეხლა მთავარია პროცესის ბოლომდე მიყვანა.

განვლილმა პერიოდმა ნათლად დაგვანახა, რომ ერთიანობას, თუნდაც თემატურს, ალტერნატივა არ აქვს. დღევანდელი დღე არის ყველას საერთო წარმატება. ძალა ერთობაშია! საქართველო გაიმარჯვებს!", - აცხადებს გიორგი ვაშაძე, რომლის განცხადებასაც „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. 5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ემზარ კვიციანი, კახაბერ ოქრიაშვილი და დავით ჭიჭინაძეა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ნატო ჩხეიძემ.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა