რომის პაპი - კარანტინმა შეამცირა დაბინძურება, კიდევ ერთხელ გამოავლინა ხმაურისგან თავისუფალ გარემოში ბევრი ადგილის მშვენიერება, ახლა, საქმიანობის განახლებასთან ერთად, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს საერთო სახლზე

რომის პაპის, ფრანცისკეს განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დროს მსოფლიოში გარემოს დაბინძურება მნიშვნელოვნად შემცირდა, ახლა კი, როცა შეზღუდვები იხსნება, გარემოს მიმართ მეტი პასუხისმგებლობით მოქცევაა საჭირო.

რომის პაპმა ტრადიციული საკვირაო მიმართვისას ყურადღება სწორედ გარემოს დაცვაზე გაამახვილა.

„კიდევ ერთი ასპექტი, რაშიც პანდემიამ ჩვენზე გავლენა იქონია, არის ადამიანსა და გარემოს შორის ურთიერთობა. კარანტინმა შეამცირა გარემოს დაბინძურება და კიდევ ერთხელ გამოავლინა მოძრაობისგან და ხმაურისგან თავისუფალ გარემოში ბევრი ადგილის მშვენიერება. ახლა, საქმიანობის განახლებასთან ერთად, ჩვენ ყველამ პასუხისმგებლობით უნდა ვიზრუნოთ ჩვენს საერთო სახლზე“, - განაცხადა ფრანცისკემ.

აქვე, რომის პაპმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ლტოლვილების დაცვის აუცლებლობაზე, განსაკუთრებით ახლა, როცა კორონავირუსის კრიზისმა ლტოლვილების ღირსებისა და უსაფრთხოების გარანტირების აუცილებლობა გამოკვეთა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო