ირაკლი აბესაძე - თუ ივანიშვილი მეორე მოსმენაზე განახორციელებს მისთვის სასურველ სცენარს, ააჯანყებს დეპუტატებს ან მათ ავად გახდის და საკმარისი ხმები არ იქნება, ეს პროცედურის დამთავრებას არ ნიშნავს

თუ ივანიშვილი მეორე მოსმენაზე განახორციელებს მისთვის სასურველ სცენარს, კვლავ ააჯანყებს დეპუტატებს ან გახდის მათ ავად და არ ექნება საკმარისი ხმები, ეს არ ნიშნავს პროცედურის დამთავრებას,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობით მმართველ გუნდს შესაძლებლობა კიდევ ექნება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით კენჭი უყაროს.

"იმ შემთხვევაში, თუ პირველ მოსმენაზე საკონსტიტუციო ცვლილებები არ გავიდოდა და რისკი ძალიან მაღალი იყო, ასეთ შემთხვევაში მთლიანად საკონსტიტუციო განხილვების პროცედურა იქნებოდა დასრულებული და ვეღარ მოესწრებოდა კანონპროექტის თავიდან ინიცირება და მისი განხორციელება. თუკი ივანიშვილი მეორე მოსმენაზე განახორციელებს მისთვის სასურველ სცენარს, კვლავ ააჯანყებს დეპუტატებს ან გახდის მათ ავად და არ ექნება საკმარისი ხმები, ამას ჩვენ დავინახავთ ტაბლოზე, როცა ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილება, თუმცა, ეს არ ნიშნავს პროცედურის დამთავრებას. კანონმდებლობით მმართველ გუნდს კიდევ ექნება შესაძლებლობა კენჭი უყაროს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით. ასე რომ რისკი იმისა, რომ ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე დავრჩეთ, ამ შემთხვევაში არის მინიმალიზებული, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ პოლიტიკური ნაბიჯი გადაგვედგა და პირველ მოსმენაზე არ მიგვეცა საშუალება ამ პროცედურის დასრულების,"- განაცხადა აბესაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს