მინდია დავითაძე - საქართველოს EPO-ში გაწევრიანება საქპატენტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

საქართველოს EPO-ში გაწევრიანება საქპატენტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან აღნიშნული დაადასტურებს, რომ საქართველოში საპატენტო უფლებები დაცულია ევროპის ქვეყნებში არსებული დაცვის ხარისხის შესაბამისად,- ამის შესახებ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ, ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტთან, ანტონიო კამპინოსთან დისტანციურ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

საქპატენტის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოს ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანების პერსპექტივა განიხილეს.

„საქპატენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ანტონიო კამპინოსს საქპატენტის დასახული მიზნის მხარდაჭერისთვის და EPO-ს ჩართულობით განხორციელებული პროექტებით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებისთვის. საქართველოს EPO-ში გაწევრიანების პერსპექტივა მკაფიო გახდა მას შემდეგ, რაც 2019 წელს ხელი მოეწერა ევროპის საპატენტო ორგანიზაციასა და საქართველოს შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შეთანხმებას, რომლის თანახმად, შესაძლებელი გახდება ევროპული პატენტის საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდირება ერთიანი ევროპული საპატენტო განაცხადის საფუძველზე. ვალიდაციის შეთანხმების იმპლემენტაცია დასკვნით ეტაპზეა და საპატენტო უწყებების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე შეაფასეს გაწეული სამუშაო, რომელიც დასრულდება საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილებების პროექტის დამტკიცების შემდგომ, რაც ეკვივალენტურია შეთანხმების რატიფიცირებისა, თუმცა შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ ევროპის საპატენტო ორგანიზაციის წევრობა უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება საქართველოსთვის, ვიდრე მხოლოდ ვალიდაციის ქვეყნის სტატუსი. გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოზე გავრცელდება ევროპის საპატენტო კონვენცია და, შესაბამისად, ეროვნული საპატენტო კანონმდებლობა თანხვედრაში იქნება ევროპულ მიდგომებთან. ანტონიო კამპინოსმა საქპატენტის თავმჯდომარეს დაუდასტურა, რომ EPO მზად არის წვლილი შეიტანოს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარებაში და ხელი შეუწყოს მის სწრაფვას გახდეს ევროპული საპატენტო სისტემის ნაწილი. EPO წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორცილებელ ორგანიზაციას, რომელიც ატარებს გამოგონებებზე საპატენტო განაცხადების ექსპერტიზას და გასცემს ევროპულ პატენტებს. მისი საქმიანობა ევროპის მასშტაბით მიმართულია ინოვაციის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისაკენ,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს