ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია მივიღოთ მკაფიო პასუხი, რა გზით გაიპარა ხარვეზი 13 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში

ძალიან მნიშვნელოვანია მივიღოთ მკაფიო პასუხი, რა გზით გაიპარა ხარვეზი 13 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით კობახიძე გამოეხმაურა ინფორმაციას, ლობისტური კომპანიის, Hogan Lovells-ის წარმომადგენლის, ნორმ კოულმანის მიერ აშშ-ის კონგრესმენებისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, სადაც კოულმანი ეხმაურება „რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირედაა მოხსენიებული.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს მოეფინოს ნათელი. ერთმა კონგრესმენმა უკვე აღნიშნა, რომ ეს იყო ტექნიკური ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი და ბუნებრივია, პარლამენტარები 170 - გვერდიანი დოკუმენტის ყოველ წინადადებას ზედმიწევნით არ ეცნობიან ხოლმე. ეს დაადასტურა ერთ-ერთმა კონგრესმენმა, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს ფაქტი ყველამ დაადასტუროს იმისათვის, რომ ნათელი მოეფინოს, რასთან გვქონდა რეალურად საქმე. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ერთი ფრაზა მთლიანად მოწყვეტილი იყო დოკუმენტის საერთო კონტექსტს და საერთო სულისკვეთებას. ძალიან მნიშვნელოვანია მივიღოთ მკაფიო პასუხი, რა გზით გაიპარა ეს ხარვეზი ამ დოკუმენტში - იყო ეს ლობისტების ძალისხმევა, თუ რაიმე სხვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების ძალისხმევის შედეგი,"- განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს