რომან გოცირიძე - ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ გიორგი რურუა უდანაშაულოდ გამოაცხადონ? - ის უდანაშაულოა, თუმცა ჩვენ ვითხოვთ, რომ პატიმრობა შეეცვალოს, რატომ შეჯდა „ქართული ოცნება" ჯორზე?

ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ გიორგი რურუა უდანაშაულოდ გამოაცხადონ. ის უდანაშაულოა, თუმცა ჩვენ ვითხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალოს. რატომ შეჯდა "ქართული ოცნება" ჯორზე? - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" თავისი პრინციპების ერთგული რჩება და რურუას გათავისუფლებამდე, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს.

„რომ არა საშინაო და საგარეო ზეწოლა, დღეს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი იქნებოდნენ ციხეში. კვლავ გაგრძელდებოდა პოლიტიკური დევნა. ამიტომ პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმი არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ ჩვენ და რომლის ერთგულნიც ვიქნებით ბოლომდე. თუ შეთანხმება სრულად არ შესრულდა, ჩვენ საარჩევნო სისტემის ცვლილების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ. მიუხედავად „ქართული ოცნების" ბაქიბუქისა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშეც აქვს საკმარისი ხმები, კონსტიტუციას აბსოლუტურად სხვა ღირებულება აქვს, როდესაც ის საერთო სახალხო კონსენსუსით არის მიღებული, როდესაც მასში მონაწილეობს ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი. როდესაც საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პატიმრით შედიხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ კვლავ აპირებ ძალადობას, მოსყიდვას, დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ივანიშვილის ფულის გამოყენებას...

ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ გიორგი რურუა უდანაშაულოდ გამოაცხადონ. ის უდანაშაულოა, თუმცა ჩვენ ვითხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალოს. დაელოდოს გიორგი რურუა სასამართლო პროცესს სახლში. რატომ შეჯდა "ქართული ოცნება" ჯორზე? იმიტომ, რომ უნდოდა, რურუა ბოლომდე გამოეყენებინა მძევლად და აპირებდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას, თუმცა ვერ გაბედა, ვინაიდან ივანიშვილს ძალიან მძიმე ფასად დაუჯდებოდა,"- განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა