სალომე სამადაშვილი - არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რასაც დღეს გავრილოვი საუბრობს, რადგან ზუსტად იგივე გზავნილები აქვს საქართველოს ხელისუფლებას

არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რასაც საუბრობს გავრილოვი დღეს, რადგან ზუსტად იგივე გზავნილებით საუბრობს საქართველოს ხელისუფლება და ეს არის რეალური პრობლემა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან გავრილოვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. დეპუტატის თქმით, გავრილოვმა და 20 ივნისის ღამემ დიდი როლი ითამაშა საზოგადოების გამოფხიზლებაში და მას ამისთვის „მადლობა ეკუთვნის".

„20 ივნისის დღეზე არამხოლოდ საუბრობს იგივე გზავნილებით ხელისუფლება, როცა ოპოზიციას ადანაშაულებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში და უწოდებს მშვიდობიან აქციას შტურმს, არამედ დღემდე პატიმრობაში რჩება გიორგი რურუა, რომელიც იყო ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი. ამიტომ, როცა გავრილოვს ძალიან სანდო მოკავშირე ჰყავს დღევანდელი ხელისუფლების სახით ქვეყანაში, რომელმაც 20 ივნისს მოიწვია ის საქართველოში, საქართველოს პარლამენტში და პარლამენტის სპიკერის სკამში დასაბრძანებლად, რა თქმა უნდა, ის აკეთებს ამ გზავნილებს. მაგრამ ეს ყველაფერი დასრულდება მალე, რადგან გავრილოვი და 20 ივნისის ღამე დაგვეხმარა ერთ რამეში, რომ გამოვფხიზლდეთ როგორც საზოგადოება, დავინახოთ რამხელა საფრთხეს უქმნის ხელისუფლება ჩვენს ევროპულ მომავალს, მომავალს, ევროატლანტიკურ თავისუფალი ქვეყნების სივრცეში. სწორედ ამიტომ დიახ, იგივე გავრილოვს შემდეგი არჩევნების შემდეგ ალბათ ჩვენგან მადლობა ეკუთვნის, რადგან თვალი აუხილა სრულიად საქართველოს საზოგადოებას იმ რეალობაზე, რომელშიც ვცხოვრობთ,"- განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, სერგეი გავრილოვმა 20 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც ერთი წლის წინ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და მიიჩნევს, რომ ბოდიშის მოხდა სწორი იქნებოდა.

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას იმისთვის, რომ რევანშისტების გეგმები საბოლოოდ ჩაშალოს, "-აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა