დიმიტრი პესკოვი - რუსეთს თავის მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია

რუსეთს თავის მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მიერ „როსია 1“-ისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.

„არა, რუსეთს თავის მეზობლებთან არანაირი ტერიტორიული პრეტენზია არ გააჩნია“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისათვის, ინტერვიუში, რომელიც „როსია 1“-მა ფილმისთვის - „მოსკოვი. პუტინი. კრემლი“ - პუტინთან ჩაწერა, რუსეთის პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირში შესულმა ბევრმა რესპუბლიკამ მიიღო „უზარმაზარი რაოდენობით რუსული მიწები“ და „ტრადიციულად, ისტორიულად რუსული ტერიტორიები“. მისივე თქმით, ისინი კავშირიდან იმით უნდა გასულიყვნენ, რითაც შევიდნენ და „რუსი ხალხის საჩუქარი“ თან არ უნდა გაეყოლებინათ. თუმცა, მისი თქმით, გასვლის პროცედურა გაწერილი არ იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა