ზურაბ ჭიაბერაშვილი - ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საარჩევნოდ უბნები უნდა გაიყოს და უბანზე ამომრჩეველთა მაქსიმალური რაოდენობა უნდა იყოს 800

„ევროპული საქართველო" მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში 2020 წლის არჩევნებისთვის უბნების გაყოფის აუცილებლობა დგას. როგორც დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუხცადა, უბანზე ამომრჩეველთა მაქსიმალური რაოდენობა 800 უნდა იყოს.

მისივე თქმით, ასევე უნდა აიკრძალოს უბნის მიმდებარედ, გარკვეულ ტერიტორიაზე შეკრებებიც, ასევე უბანზე ტელეფონის შეტანა უნდა იყოს აკრძალული.

„ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე უბნის გამტარობა სავარაუდოდ, დაბალი იქნება, რადგან დამატებითი ღონისძიებები იქნება გატარებული და შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ უბნები უნდა გაიყოს, უბანზე ამომრჩეველთა მაქსიმალური რაოდენობა უნდა იყოს 800 და ბუნებრივია, ეს მოითხოვს მნიშვნელოვან ცვლილებებსაც კანონმდებლობაში და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან მომზადებას. უბნებთან „ქართული ოცნების" აგრესიული მხარდამჭერების და აგიტატორების მასობრივი შეკრება ისედაც იყო პრობლემა და ეს კიდევ უფრო მწვავე იქნება ეპიდემიის პირობებში. ამიტომ მიგვაჩნია, რომ საარჩევნო კოდექსში უნდა ჩაიწეროს ნორმა იმასთან დაკავშირებით, რომ უბანთან გარკვეულ მანძილზე იკრძალება იმ ტიპის შეკრებები, რომელიც იწვევს ამომრჩეველზე ზეწოლას და დაშინებას, რასაც „ქართული ოცნება“ ტრადიციულად იყენებდა. საკითხების ერთი წრე ეხება ასევე, ისეთ საკითხებს, რომელიც მანამდეც იდგა, მაგალითად, ეს არის უბანზე მობილურის შეტანა, რადგან ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ ამომრჩევლისგან ითხოვს მათ ფოტო გადაუღონ ბიულეტენს, სადაც შემოხაზულია 41 ნომერი, ამიტომ არჩევნების სამართლიანობისთვის ფუნდამეტურად მნიშვნელოცნად მიგვაჩნია, უბანზე მობილურის შეტანის აკრძალვა,"- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, გარკვეული ცვლილებებია საჭირო ასევე არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის დაშვების თვალსაზრისითაც.

„ერთი საკითხი ასევე უკავშირდება ისევ ეპიდემიას. მოგეხსენებათ, ეპიდემიის პირობებში შეზღუდულია ფიზიკური კონტაქტი, ამიტომ პოლიტიკური პარტიების კამპანიაში მნიშვნელოვანი წილი დაეთმობა საარჩევნო რეკლამას როგორც ტელევიზიებით, ასევე სოციალური მედიით და თქვენ იცით, რომ დღეს ფორმალურად არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამა აკრძალულია - ეს დაუშვებელია. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა განახორციელონ სრულფასოვნად ეს რეკლამა და შეზღუდვა არ უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც არ ჰყავს კონკრეტულ ოლქში კანდიდატი, სხვა კანდიდატის სასარგებლო პოლიტიკური რეკლამა გააკეთოს, გნებავთ სოციალური მედიით, გნებავთ ტელევიზიით. საკითხების ნაწილი პირდაპირ ეპიდემიასთან შესაძლოა მიბმული არ არის, მაგრამ პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდება. პარტიების შიგნით როგორ დაალაგებენ საარჩევნო სიას, ეს პარტიების შიდადემოკრატიული საკითხია და ამიტომ საარჩევნო კოდექსით მათ ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, ისევე როგორც იმ შემთხვევაში, თუ ბლოკებად ერთიანებიან პარტიები, როგორ იქნება მათ შორის გადანაწილებული ურთიერთობები უკვე არჩევნების შემდგომ, ესეც ბლოკის შიგნით შემავალი პარტიების საქმეა და არ არის ხელისუფლების ან პარლამენტის გადასაწყვეტი,"- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრა თემაზე - „არჩევნები და პანდემია" - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას, დიპკორპუსის წარმომადგენლების, პარლამენტის თავმჯდომარის და საპარლამენტო პარტიების წარმომადგენელთა მონაწილეობით იმართება. შეხვედრას ესწრება ასევე არასამთავრობო სექტორიც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა