გიორგი ბოტკოველი - 1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი 1.50 ლარით უნდა განისაზღვროს, საფერავის ღირებულებამ კი 3 ლარი შეადგინოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი ხელისუფლებას მოუწოდებს, ყურძნის ფასი გლეხის შრომის ადეკვატური იყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს.

მისი განცხადებით, 1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი 1.50 ლარით უნდა განისაზღვროს, ხოლო საფერავის ღირებულებამ 3 ლარი შეადგინოს.

„სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რამდენიმე დღის წინ, განცხადება გააკეთა, რომ წელს კახელი გლეხი ყურძენზე სუპერ ფასს არ უნდა ელოდოს. იმ პირობებში, როცა შესაძლებელია მინისტრებს და სხვა მაღალჩინოსნებს მაღალი ხელფასები ჰქონდეთ, როცა ადიკო ივანიშვილი ღებულობს სუპერ შემოსავალს იმ ყურძნისგან, რომელსაც კაპიკებში იბარებენ კახელი გლეხისგან, თურმე შეუძლებელია გლეხმა მიიღოს მისი ჯაფის შესაბამისი ანაზღაურება. 2012 წელს, კახეთში, 1 კგ ყურძენი 1 ლარი ღირდა, მისი მსყიდველუნარიანობა შეადგენდა 59 ამერიკულ ცენტს, 2019 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პირდაპირ მიუთითა ქარხნებს, რომ მათ 70 თეთრზე მეტი არ უნდა გადაეხადათ ყურძენში. ეს არის 23 ამერიკული ცენტი. ამით შეგიძლიათ შეაფასოთ ამ თანხას რა მსყიდველუნარიანობა აქვს.

ჩვენი მოთხოვნაა, რომ გლეხს 1 კგ თეთრ ყურძენში მინიმუმ 1.50 ლარი უნდა გადაუხადონ, ეს იქნება მის მიერ გაწეულ ჯაფასთან მიახლოებული თანხმა. საფერავის ფასი კი 3 ლარით უნდა განისაზღვროს. ჩვენ, კახეთსა და ყველა რეგიონში, სადაც ყურძნის მოსავალია, ვაწარმოებთ კამპანიას, ვაიძულოთ ხელისუფლება, გადაუხადონ ის ფასი, რისი პირობაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა გასცა”, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

იხილეთ ვიდეო: გიორგი ბოტკოველი - 1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი 1.50 ლარით უნდა განისაზღვროს, საფერავის ღირებულებამ კი 3 ლარი შეადგინოს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა