გიორგი რურუა სამართალდამცველს - გსმენიათ თუ არა, რომ პოლიციის მიერ იარაღის ჩადება ყოფილა?

„მოწმემ კარგად იცის, რომ მე იარაღი არ მქონდა“,- ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გიორგი რურუამ განაცხადა, სადაც მისი ბრალდების საქმეზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი როლანდ მესხი მოწმის სახით იკითხება.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის 4 მოწმე იკითხება, ოთხივე მათგანი სამართალდამცველია. პროცესზე ბრალდებულმა გიორგი რურუამ სამართალდამცველებს, მათ შორის როლანდ მესხს რამდენიმე კითხვით მიმართა. რურუამ მესხს ჰკითხა, თუ საიდან მიიღო ინფორმაცია მანქანის გადაადგილების შესახებ.

"თქვენ თქვით, რომ მანქანის გადაადგილებაზე ინფორმაცია მომცესო, ვინ მოგცათ ინფორმაცია, რომ მე უკვე გზაში ვიყავი, პარლამენტის შენობიდან ვაკის სასაფლაოს მიმართულებით სახლისკენ მივდიოდი. რა იცოდით რომ სახლისკენ მივდიოდი?" - მიმართა რურუამ როლანდ მესხს.

თავის მხრივ, სამართალდამცველმა ბრალდებულს უპასუხა, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია კონკრეტული პირიგან მიიღო. ამასთან, როლანდ მესხმა აღნიშნა, რომ თათბირი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე ჩატარდა.

"პავლე მაჭარაშვილისგან ვიცოდი, მითხრა, რურუა გადაადგილდება ქალაქში და შესაძლებელია მცხეთის მიმართულებით წავიდესო. ამის შემდეგ ტარდება თანამშრომლებთან თათბირი და მიდიან",- აღნიშნა როლანდ მესხმა.

ბრალდებულ გიორგი რურუას განცხადებით, სამართალდამცველებმა თათბირი მისი მანქანის სიახლოვეს ჩაატარეს და მისთვის გაუგებარია, ამის შემდეგ რა საჭირო იყო პოლიციის ჯგუფის გაგზავნა, მითუმეტეს მაშინ, როცა, ის სახლში მიდიოდა. "ბატონო მოსამართლე, ჩემს მანქნასთან ჩაატარეს თათბირი. გამოეხედათ გვერდზე და დაენახეთ, რაში სჭირდებოდათ ვაკის სასფლაოსკენ ჯგუფის გაგზავნა?! როდესაც 2 კაცი მოვიდოდა, მკითხავდა რა გიდევს ჯიბეში და ვანახებდი, რომ ჯიბეში საფულე და გასაღები მედო, მეტი არაფერი. ბატონო როლანდ, თქვენ ალბათ გაგებული გაქვთ იმის შესახებ, რომ ვაცხადებ - ჯიბეში იარაღი არ მქონა და ის ჩამიდეს. რა რეაგირებას მოახდენდით მაგალითად, როცა გაიგებით, რომ თქვენმა თანამშრომელმა მტკიცებულებების გაყალბება მოინდომა? ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ მტკიცებულება გაუყალბებიათ? გსმენიათ თუ არა, რომ პოლიციის მხრიდან იარაღის ჩადება ყოფილა?!"- მიმართა გიორგი რურუამ როლანდ მესხს, რაზეც მან უპასუხა, რომ მისი თანამშრომლების მხრიდან მსგავსი რამ არასდროს სმენია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო