მამუკა ხაზარაძე - ჭიათურა არასწორი ბიზნესპოლიტიკის მსხვერპლია

ის, რაც ჭიათურაში ხდება, უნდა დასრულდეს. მოსახლეობისთვის პერსპექტივის წართმევა და ღირსების აყრა არის დანაშაული, რომელსაც სათავეში მძარცველური ბიზნესი უდგას. ეს არის ქალაქის ძარცვა და ამას არ შევეგუებით, რასაც ოქტომბერში დიდი გამარჯვებით შევცვლით, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჭიათურაში პარტიის რეგიონული ოფისის გახსნისას განაცხადა.

მან მოსახლეობას წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო ხედვები გააცნო. „ლელოს” ლიდერმა რეგიონში არსებულ მძიმე სოციალურ პრობლემებსა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, რეგიონში განხორციელებულმა არასწორმა ბიზნესპოლიტიკამ გამოიწვია.

„რეგიონში უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა, რთული ვითარებაა ეკოლოგიის თვალსაზრისით. რეგიონში, საიდანაც ასეული მილიონი დოლარის პროდუქცია გადის ექსპორტზე, არანაირი პერსპექტივა არ არსებობს. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არის მაფიის ხელში და აკონტროლებენ ივანიშვილი, მამაცაშვილი, ფარცხალაძე და სხვები. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. პერსპექტივის წართმევა და ღირსების აყრა არის დანაშაული საკუთარი მოქალაქეების წინაშე. ბიზნესი არ არის ის, რაც აქ ხდება, ეს არის ქალაქის ძარცვა და ამას არ უნდა შევეგუოთ. ჩვენ ამას ოქტომბერში დიდი გამარჯვებით შევცვლით და ნამდვილი ძალაუფლება დაუბრუნდება ხალხს,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, აქტიური ფაზა რამდენიმე კვირაში დაიწყება და პარტია ახალი ძალებით დაიწყებს კონკრეტული პროგრამის გაცნობას მოსახლეობისთვის წერილობითი სახით.

მამუკა ხაზარაძის განცხადებას პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა