სამხრეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღაა გავრცელებული

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღაა გავრცელებული, თუმცა დაინფიცირების მაჩვენებელი პირველ ტალღასთან შედარებით მცირეა. სამხრეთ კორეის დაავადების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ჩან იენ კიონის განცხადებით, პირველი ტალღა აპრილის ბოლოს დამთავრდა, მაისის დასაწყისში კი, როცა ახალი კლასტერები გაჩნდა, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო.

ცნობისათვის, სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა რაოდენობამ 12 438-ს მიაღწია, ვირუსით ქვეყანაში 280 ადამიანია დაღუპული, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 10 881-ია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა