მამუკა ხაზარაძე - ვადასტურებ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს გიორგი მარგველაშვილთან, ჩვენი კარი ღიაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ღირსეულად ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყანას

ამ ეტაპზე სიებსა და რიგითობაზე მსჯელობა არ გვქონია, ადრეა საარჩევნო სიაზე საუბარი. „ლელო” პარტიული მშენებლობითაა დაკავებული, რომ როგორც არჩევნების დროს, ასევე შემდგომ პერიოდში, შევძლოთ მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მან პარტიაში ახალი სახეების შესაძლო დამატებაზე ისაუბრა და დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ხაზარაძის თქმით, პარტიის კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ღირსეულად ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყანას.

„ვადასტურებ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს გიორგი მარგველაშვილთან და რა შედეგს გამოიღებს ამას აუცილებლად გავხდით საჯაროს. ჩვენი კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ღირსეულად ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყანას. ამ ეტაპზე სიებსა და რიგითობაზე მსჯელობა არ გვქონია, რადგან ვაჯერებთ ჩვენ ხედვებს და სამოქმედო გეგმას. ასევე ადრეა საარჩევნო სიაზე საუბარიც. მხოლოდ იმიტომ, რომ პარტიული მშენებლობით ვართ დაკავებულები“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელოს” ლიდერმა ჭიათურელ მოსახლეობასთან შეხვედრისას განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს საუბარი, თუ რა გაკეთდება არჩევნების შემდეგ და როგორ წარიმართება პროცესი.

„დღეს საუბარია კონცეფციაზე, პროგრამაზე, თუ რა გაკეთდება არჩევნების შემდეგ და რამდენად ეფექტური იქნება ის განხორციელებული რეფორმები რომელიც “ლელოს” გააჩნია. საარჩევნო კამპანია უკვე დავიწყეთ და პარალელურად ვაშენებთ პარტიის სტრუქტურას, ვაცნობთ ჩვენს ხედვებს მოსახლეობას. მთელი ქვეყნის მასშტაბით ვხსნით ოფისებს, რათა ყველამ იცოდეს ჩვენი კარი ღიაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა გაჭირვებაში მყოფი ქვეყანა გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან და მათ ჩვენი იმედი უნდა ჰქონდეთ, - აღნიშნა პარტიის ლიდერმა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებას პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს