უკრაინის ზოგიერთ რეგიონში, შესაძლოა, დღეიდან საკარანტინო რეჟიმი გამკაცრდეს

უკრაინის ზოგიერთ რეგიონში, შესაძლოა, დღეიდან საკარანტინო რეჟიმი გამკაცრდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება შეზღუდვების გამკაცრების შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებებმა უნდა მიიღონ. კერძოდ, საკარანტინო რეჟიმის გამკაცრება უნდა განიხილონ რეგიონებმა, სადაც: საავადმყოფოების დატვირთვა 50 პროცენტს აჭარბებს, ავადობის კოეფიციენტი 11%-ზე მეტია, ახალი შემთხვევის რაოდენობა ყოველ 100 000 მოსახლეზე 8-ს აჭარბებს და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან საკარანტინო შეზღუდვები გამკაცრდა ქალაქ ოდესაში. კერძოდ, შეზღუდვების გამკაცრება შეეხო ბავშვთა ჯანდაცვისა და გასართობ დაწესებულებებს, მასობრივ შეკრებებს (ყოველ ხუთ კვადრატულ მეტრზე დაიშვება ერთი ადამიანი), ასევე აიკრძალა ქალაქში პირბადის გარეშე გადაადგილება და ყველა პირს დაეკისრა ვალდებულება, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა თან ატაროს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული კარანტინი 31 ივლისამდე გახანგრძლივდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს