შუქრი ბურჭულაძე მისი კომპანიის საქმეზე სუს-ის ქმედებებს არაკანონიერს უწოდებს

შპს “ემ ეს ჯგუფში” სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის საკითხზე კომპანიის მფლობელების ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მიუხედავად ექსპერტის დასკვნისა, რომ კომპანიაში კანონდარღვევა არ მომხდარა, სამართალდამცველებმა ორგანიზაციის კუთვნილი ტექნიკა და მფლობელთა პირადი მობილური ტელეფონები წაიღეს და არ დაუბრუნებიათ. რამიშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელი, რომლის შესახებაც სამართალდამცველებმა მიიღეს ინფორმაცია, გათავისუფლებულია, საფუძველი, რომ კომპანიიდან ტექნიკა წაეღოთ, არ არსებობდა.

“საქმე ეხება მათი პირადი პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ მიტაცებას. მათი სამსახურიდან ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავის ახლობლებს, ექვს პირს მისწერა შემდეგი შინაარსის ტექსტური შეტყობინება, რომ ქვეყანაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, შეიზღუდება ქალაქებს შორის გადაადგილება და პირადი ურთიერთობები, თუ აღენიშნებათ გაციების სიმპტომები და არ მიმართავ 112-ს, თქვენ მიმართ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული ზომები. ეს შეტყობინება სამართალდამცველებმა ჩათვალეს სახელმწიფოში საბოტაჟად და ამაზე აღძრეს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ჰყავდათ სპეციალისტი, სრულად იქნა შემოწმებული ტექნიკური სისტემა და ექსპერტმაც ბრძანა, რომ არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონდა და თანამშრომელი, რომლის თაობაზეც შეტყობინება მიიღეს სამართლადამცველი ორგანოებიდან, გათავისუფლებული იყო და არავითარი საფუძველი არ იყო, რომ ტექნიკა წაეღოთ. ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მიზანმიმართულად ყველანაირად ხელს უშლის დღევანდელი ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები, მთავარი პროკურატურა, რომ შუქრი და ალექსანდრე ბურჭულაძეებს დაუბრუნდეს თავისი ტექნიკა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაბედეს და მათ პერსონალურ სივრცეშიც კი შევიდნენ ისე, რომ მთელი ინფორმაცია მათ ხელთაა. მივმართეთ სახალხო დამცველს და ახლა პირდაპირ მივმართავ ქალბატონ ნინოს, მოგმართეთ წერილობით, რაზეც არანაირი პასუხი არ მიგვიღია, არანაირი რეაგირება არ მომხდარა. ჩვენ იძულებულები გავხდით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მივმართოთ და ბატონმა შუქრიმ, როგორც ავსტრიის მოქალაქემ, მიმართა საელჩოს”,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

პრესკონფერენიაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა შუქრი ბურჭულაძემაც, რომელიც მისი კომპანიის საქმეზე სუს-ის ქმედებებს ზეწოლად აფასებს და არაკანონიერს უწოდებს. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე, როგორც ავსტრიის მოქალაქემ ავსტრიის საელჩოს მიმართა.

“როდესაც დავრეკეთ სუს-ში და ვთხოვეთ, დაებრუნებინათ ტექნიკა, ვინაიდან იქ არის ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელივანი დოკუმენტები, რის გარეშეც საქმიანობის გაგრძელება გვიჭირს, გვიპასუხეს, რომ ეს ყველაფერი არის გადაგზავნილი ექსპერტიზაზე და უნდა დაველოდოთ პასუხს. რომც მოვიდეს ექსპერტიზიდან დადებითი პასუხი, რომ არაფერი საეჭვო არაა, მაინც იფიქრებენ, დაგვიბრუნონ თუ არა ტექნიკა. ეს პირდაპირი ზეწოლა და არაკანონიერი ქმედებაა სუს-ის მხრიდან. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაგვიბრუნონ ჩვენი ტექნიკა, სადაც გვაქვს ინფორმაცია შენახული”,- განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, 2020 წლის 18 მარტს შუქრი და ალექსანდრე ბურჭულაძეების კუთვნილ კომპანია “ემ ეს გრუპში” სუს-მა სპეცოპერაცია ჩაატარა, რაც კომპანიიდან რამდენიმე მოქალაქისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით გაგზავნილ შეტყობინებას უკავშირდებოდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო