მარიამ ჯაში - მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ არჩევნები კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაში ჩატარდეს

მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაში ჩატარდეს არჩევნები, - ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა პარლამენტში გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შემდეგ შეხვედრაზე მეტი დეტალი იქნება შეთანხმებული, მათ შორის პირბადეებისა და კალმების ერთჯერადად შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით.

"პირველი შეხვედრისთვის ვფიქრობ, იყო უაღრესად მნიშვნელოვანი კონსულტაციები და ჩვენ უკვე მომდევნო ეტაპზე გვექნება კონკრეტული შეთანხმება როგორც სოციალური დისტანცირების, ასევე პირბადეების, კალმისტრების შესაძლო ერთჯერადად გამოყენებასთან დაკავშირებით, საგანგებო- სარეზერვო საკითხები, რომელიც შეიძლება იყოს განხილული კომისიის წევრებთან მიმართებაში.

რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაში ჩატარდეს არჩევნები და ის იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო მოქალაქეებისთვის," - განაცხადა ჯაშმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა