ირაკლი კობახიძე - ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი რეგულაციები, რომლებიც არ შეზღუდავს მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის პერიოდში და უშუალოდ არჩევნების დღეს დასაცავი უსაფრთხოების წესების ნაწილი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება. კობახიძის განცხადებით, მათი ნაწილი საარჩევნო კოდექსში აისახება. ამის შესახებ კობახიძემ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი და ცესკოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

კობახიძის ინფორმაციით, უსაფრთხოების წესების შემუშავება 1-ელ ივლისამდე უნდა მოხდეს.

„ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომები უნდა იყოს საარჩევნოდ, პანდემიიდან გამომდინარე. ველოდებით რეკომენდაციებს ეპიდემიოლოგებისგან და ასევე, ცესკო-სგან გჭირდება შესაბამისი ინფორმაცია იმისთვის, რომ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილებები. ეს ერთი მხრივ, არის სამედიცინო საკითხი, მაგრამ ამასთან ერთად, არის პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხიც. ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი რეგულაციები, რომლებიც არ შეზღუდავს მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. როგორ უნდა ჩატარდეს კენჭისყრა საარჩევნო უბნებზე, რა ხდება საკარანტინო სივრცეებში, რა ხდება საზღვარგარეთ შესაქმნელ უბნებზე და ა. შ. - არის დაახლოებით 10-მდე საკითხი, რომელიც ჩამოვწერეთ და რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვჭირდება დარგის სპეციალისტების და ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეკომენდაციები. რამდენიმე დღეში გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა და იქ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებების ნაწილი უნდა აისახოს საარჩევნო კოდექსში. დაგეგმილი გვაქვს 1-ელ და 2 ივლისს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა. აქედან გამომდინარე, დრო ბევრი არ არის. მანამდე უნდა მომზადდეს შესაბამისი კანონპროექტი და პარლამენტი უკვე მომდევნო კვირაში იმსჯელებს ამ ახალ რეგულაციებზე,“ - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა