ბადრი ჯაფარიძე - შეფასებების მიუხედავად, ლობისტები ვერ ცვლიან ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათს

ლობისტები იღებენ დაფინანსებას და მხოლოდ ამის შემდეგ აკეთებენ დადებითი სახის განცხადებებს და სიტყვიერ შეფასებებს სჯერდებიან, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერმა ბადრი ჯაფარიძე ლობისტებსა და მათ მიერ გაკეთებულ არასწორ შეფასებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ლობისტებისთვის გადახდილი ფული გადაყრილია და ამის გაკეთება ღირსეულ პარტიას არ უნდა სჭირდებოდეს.

„ლობისტების საქმეა, რომ აქონ ის, ვინც მათ ფულს უხდის. ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა ლობისტებს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შეცვლა არ შეუძლიათ. ისინი მხოლოდ სიტყვიერ შეფასებებს სჯერდებიან. ვერცერთი ლობისტი ვერ შეცვლის კონგრესმენების შეფასებას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე რეალურ პროცესებს ასახავს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მმართველი გუნდი ლობისტების შეფასებებისთვის ფულს ფუჭად ხარჯავს,- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

„ლელო საქართველოსთვის” ლიდერი საუბრობს იმის თაობაზე, რომ ლობისტების შეფასებების მიუხედავად, ყველა ხედავს, რა კონკრეტული ნაბიჯი იდგმება ქვეყანაში.

„ლობისტების საქმეა დადებითი ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ რეალური შეფასება იმ ნაბიჯის გადადგმით ვლინდება, რაც ქვეყნის კეთილდღეობისთვის გადადგმულა. ის ნაბიჯები კი, რომელსაც “ქართული ოცნება” დგამს, არ გვაახლოებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. მმართველი გუნდის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ქვეყანა კრიზისის პირას მიიყვანა. ამიტომ შეფასება, რომელიც ჩვენ გვესმის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისაგან, არ შეიცვლება “ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში, ცვლილებას მხოლოდ ოქტომბერში დავინახავთ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ,“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებას პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა