ირაკლი კობახიძე - ანა დოლიძის იუსტიციის საბჭოდან წასვლა ერთადერთი მართებული, თუმცა ძალიან დაგვიანებული გადაწყვეტილება იყო

ანა დოლიძის იუსტიციის საბჭოდან წასვლა ერთადერთი მართებული, თუმცა ძალიან დაგვიანებული გადაწყვეტილება იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ანა დოლიძე 1 წლის განმავლობაში უხეშად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

„რეალურად, ანა დოლიძე წელიწადზე მეტია პოლიტიკურ საქმიანობას სხვადასხვა ფორმით ეწევა. შესაბამისად, ეს ერთადერთი მართებული გადაწყვეტილება იყო, თუმცა ძალიან დაგვიანებული. არ შეიძლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 1 წლის განმავლობაში უხეშად არღვევდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს,“ - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობა დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო