აზიის განვითარების ბანკი - განვითარებადი აზიის ეკონომიკური ზრდა 2020 წელს მხოლოდ 0.1% იქნება

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალი ეკონომიკური პროგნოზის თანახმად, განვითარებად აზიაში ეკონომიკური ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

2020 წელს, კოვიდ-19 პანდემიის შეჩერების მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად შემცირებული ეკონომიკური საქმიანობისა და სუსტი გარე მოთხოვნის ფონზე, 2020 წლის აპრილში გამოსული ყოველწლიური ეკონომიკური გამოცემის აზიის განვითარების მიმოხილვის დამატების თანახმად, ADB 2020 წელს ვარაუდობს რეგიონში ეკონომიკური ზრდის 0.1%-მდე შენელებას.

„აპრილში ნავარაუდევ 2.2% პროგნოზთან შედარებით, ეს 1961 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელია რეგიონისთვის. აპრილის პროგნოზით, 2021 წელს ზრდა სავარაუდოდ 6.2%-ს შეადგენს. მთლიანი შიდა პროდუქტის ნიშნული 2021 წელს ნავარაუდევზე და კრიზისამდე პერიოდის ნიშნულებზე დაბალი იქნება.

ვრცლად იხილეთ აქ: https://www.adb.org/ka/news/developing-asia-grow-just-0-1-2020-adb

ახალი ეკონომიკური პროგნოზი იხილეთ აქ: https://www.adb.org/publications/ado-supplement-june-2020,“-ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს